საქმეთა მმართველი
კომპანია "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მმართველის (პრარაბი) პოზიციაზე.
სფერო: მშენებლობა, რემონტი მისამართი: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 (ვარკეთილი) სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კონტროლი. ** მუშახელისა და ქვეკონტრაქტორების მუშაობის კოორდინაცია. ** სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი პროექტის შესაბამისად. ** სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის მიღება, დასაწყობება და რაციონალური ხარჯვის კონტროლი. ** უსაფრთხოების წესების (შრომის უსაფრთხოება) მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა ობიექტზე. ** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მშენებლობის ან ინჟინერიის მიმართულებით (სასურველია). ** პრარაბის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ** სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა. ** გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს. ** გრძელვადიან თანამშრომლობას სტაბილურ კომპანიაში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: cv@smotors.ge სათაურის ველში მიუთითეთ "საქმეთა მწარმოებელი (პრარაბი).