8872 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FZEXT9YA გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

უძრავი ქონების აგენტი

აპექსი გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000–6000 / თვეში ბოლო ვადა:

უძრავი ქონების სააგენტო "Apex Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

შესაძლებლობა გაქვთ, შემოუერთდეთ გამოცდილ გაყიდვების გუნდს, აითვისოთ ახალი პროფესია, ან განავითაროთ თქვენი, უკვე არსებული, უნარები. ჩვენთან თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა, შესაბამისად დანახული და დაფასებული იქნება. შესაძლებელია სტუდენტებისთვის მუშაობა, მათზე მორგებული სამუშაო გრაფიკით.

სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი/დისტანციური

სამუშაო ადგილი: შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა / კომპანიის ოფისი

ანაზღაურება: 1000-6000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე).

სამუშაოს აღწერა:

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება, პოტენციურ კლიენტებთან, უშუალოდ გასაქირავებელ ობიექტზე შეხვედრა, პროექტის წარდგენა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა, მსგავსი ვარიანტების შეთავაზება და პოტენციურ კლიენტთან ურთიერთობის გაგრძელება, ქეისის დახურვამდე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** უძრავი ქონების გაქირავებით დაინტერესებულ ადამიანებთან მოლაპარაკება

** ბინის ქირაობით დაინტერესებულ ადამიანებთან სატელეფონო კომუნიკაცია

** პოტენციური კლიენტებისთვის შეხვედრების ორგანიზება

** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და უძრავი ქონების პრეზენტაცია

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, ქეისის დახურვამდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების ან გაყიდვების სფეროში;

** უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება არ არის სავალდებულო.

** გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, ადგილზე შეგასწავლით საქმიანობას;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად

პერსონალური თვისებები:

** პუნქტუალურობა

** შრომის შინაგანი ეთიკა

** გუნდურად მუშაობის უნარი

** მომხმარებლის საჭიროების გაგებისა და გააზრების უნარი

ჩვენი უპირატესობები:

** კომფორტული სამუშაო გარემო

** ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო

** სატელეფონო ულიმიტო სასაუბრო დრო

** სტუდენტებისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკი

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: სათაურში კი მიუთითოთ სამუშოს დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აპექსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის