კონსულტანტი
კომპანია "თურსა" ეძებს სუპერმარკეტის კონსულტანტს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;
პიროვნული მახასიათებლები
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას 2-3 დღე.
პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00 მონაცვლეობით.
- დასვენება: კვირაში 1 დღე;
- ანაზღაურება: 1350
- პირველი თვე 1150 ლარი
- 3 თვის შემდეგ 1200 ლარი
- 6 თვის შემდეგ 1250 ლარი
- 9 თვის შემდეგ 1300 ლარი
- 12 თვის შემდეგ 1350 ლარი
- ჯანმრთელობის დაზღვევა 6 თვის შემდეგ
- და მეცამეტე ხელფასი 12 თვის შემდეგ
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი". ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.