9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G1SZ38QS გამოქვეყნდა 16 ოქტ 46 ნახვა

ამწყობი-ზეინკალი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ
დაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ამწყობი-ზეინკლის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
  • თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
  • კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
  • კორპორაციულ ფიტპასს;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რთული კონფიგურაციის, თერმულად დაუმუშავებელი დეტალების, ნაკეთობების და კვანძების საზეინკლო დამუშავება;
  • რთული აგრეგატების, საკონტროლო-მზომი ინსტრუმენტის აწყობა, რეგულირება და გამართვა;
  • რთული კვანძების და დეტალების შემოწმება ნახაზებთან და ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაზე;
  • რთული დეტალების და კვანძების მონიშვნა (დაჩნევა);
  • რთული საზეინკლო ინსტრუმენტის ალესვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება ზეინკლის ან ტექნიკური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვის და გაანალიზების უნარი;
  • ძირითადი ინსტრუმენტებისა და მასალების ცოდნა;
  • უსაფრთხოების წესების დაცვის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ამწყობი-ზეინკალი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა