8576 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

G20HQHG2 გამოქვეყნდა 4 სექ 4 ნახვა

პრისეილერი

ბიდი კომპანი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾2600 / თვეში ბოლო ვადა:

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Sweetpro, Dr.Otker, Confy trade, Lorenz, Ligos ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"ბიდი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისში:

** სამუშაო საათები: 8:30-18:00 სთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

** ანაზღაურება - 2600 ლარი გამომუშავებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე.

** ქონებრივი უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა.

** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.

** მერჩენდაიზინგის კონტროლი;

** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;

** პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;

** კომუნიკაბელურობა;

** მიზანდასახულობა;

** მოწესრიგებულობა;

** პრეზენტაბელურობა;

** პასუხისმგებლიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე 25 სექტემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი კომპანიის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბიდი კომპანი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის