8140 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

G2FXBD8S გამოქვეყნდა 25 აგვ 15 ნახვა

ემ კარგო ლაინი

ემ კარგო ლაინი

ლოგისტიკის მენეჯერი

ემ კარგო ლაინი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ემ კარგო ლაინი აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: ჩვენი კომპანია ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს და სთავაზობს კლიენტებს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით (ევროპა, დსთ, აზია). კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, დროული და ეფექტური სერვისის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები: - საერთაშორისო გადაზიდვების პროცესის სრული მართვა და კოორდინაცია - მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია - პარტნიორებთან (გადამზიდავები, ბროკერები, ტერმინალები) კომუნიკაცია და თანამშრომლობა - სატრანსპორტო დოკუმენტაციის (CMR, ინვოისი, საბაჟო დოკუმენტები და სხვა) კონტროლი - ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი და დროული განახლება კლიენტებისთვის - პრობლემური შემთხვევების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა - ტარიფების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაცია - ახალი პარტნიორების მოძიება და არსებული ბაზის განვითარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილება საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში (არ არის აუცილებელი) - ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია) - საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა - კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე

ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტუნარიან ანაზღაურებას - კარიერული განვითარების შესაძლებლობას - მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს - სამუშაო ადგილი: თბილისი, ტოვსტონოგოვის 3 ნომერი, Time Businees Center.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელ.ფოსტაზე. ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ემ კარგო ლაინი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის