გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G2MHDQ98 გამოქვეყნდა 30 ოქტ 39 ნახვა

უსაფრთხოების ოფიცერი

გუდაური სქი რესორტ გარე განცხადება
₾1300 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 1,241 ₾ · 45 განცხადება ბოლო ვადა: 28 ნოე
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში. 123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უსაფრთხოების ოფიცერი

სამუშაო ადგილი: კურორტი გუდაური (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა) სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 6 დასვენების დღე, მონაცვლეობით ანაზღაურება: 1300 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ქონების (მათ შორის შენობა, ინვენტარი და სხვ.), თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კომპანიისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა რეგულაციების დაცვით
  • ობიექტის სისტემატური ფიზიკური შემოვლა, ხარვეზების დაფიქსირება და სათანადო რეაგირება
  • სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების, პირველადი დახმარების სტანდარტებისა და სასტუმროს საევაკუაციო პროტოკოლის დაცვა, თანამშრომლებისა და სტუმრების დახმარება საგანგაშო მდგომარეობის შემთხვევაში
  • თანამშრომელთა წვდომების კონტროლი, სივრცეების მეთვალყურეობა და შესაბამისი ზომების მიღება თანამშრომელთა/უცხო პირთა არაავტორიზებულ სივრცეებში დაფიქსირებისას
  • სასტუმროს თანამშრომლების ხელშეწყობა უსაფრთხოების დეპარტამენტის თვალსაზრისით, ეფექტური კომუნიკაცია სტუმრებთან, საჭიროებისამებრ
  • თანამშრომლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის მონიტორინგი, სათანადო პროცედურების განხორციელება სტანდარტების შესაბამისად

მოთხოვნები და უნარები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • პასუხისმგებლიანობა
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, საგანგებო მდგომარეობასთან ეფექტურად გამკლავების უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა