გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G2X99923 გამოქვეყნდა 12 ნოე 8 ნახვა

ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის უფრ. სპეციალისტი

იმპექსი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას, შპს "იმპექსფარმს", ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20-წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და შერჩევის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • თანამშრომლების შერჩევის პროცესის სრული ციკლის წარმოება;
  • მიმდინარე ვაკანსიების შესახებ განცხადებების მომზადება და მათი განთავსება დასაქმების ონლაინ პლატფორმებზე;
  • თანამშრომლების მოზიდვისა და შერჩევის ყველაზე ეფექტური გზის განსაზღვრა და განხორციელება;
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესში headhunting მეთოდის გამოყენება;
  • კანდიდატებზე რეკომენდაციების მოძიება მოქმედ და/ან ყოფილ დამსაქმებლებთან;
  • პოტენციურ თანამშრომელთა მოზიდვის მიზნით სასწავლო დაწესებულებებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • სააფთიაქო ქსელში სტაჟიორთა შერჩევისა და განვითარების პროცესის ადმინისტრირებაში ჩართულობა;
  • კანდიდატთა ბაზის მუდმივი განახლება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში, ფსიქოლოგიაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან შესაბამის დარგში;
  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-4-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • Microsoft Office (Excel, Word, Outlook);
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 დეკემბერი, 2026 წ.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა