დღის საოპერაციო ექთანი
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ექთნის პოზიციაზე (დღის)
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 სთ განყოფილება: საოპერაციო ანაზღაურება: გამომუშავებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- საოპერაციოში ქირურგების ასისტირება;
- ექიმის დანიშნულებისა და მითითებების ზუსტი დროული შესრულება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი
- ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი, ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი მე-7 სემესტრიდან;
- საოპერაციო ბლოკში მუშაობის გამოცდილება
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/kjtOkOOb
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!