შაბათ-კვირის სკოლის ადმინისტრატორი
"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას შაბათ-კვირის სკოლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 29გ სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00 საათამდე. სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა. ანაზღაურება: 500 ლარი.
ძირითადი მოვალეობები
- დღის ორგანიზება;
- მენეჯმენტისთვის რეგულარული მოხსენებების მიწოდება;
- სატელეფონო ზარებზე, მეილებსა და სხვა ელექტრონულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
- ახალი სტუდენტების მიღება;
- მშობლებთან კომუნიკაცია;
- საგაკვეთილო პროცესის კონტროლი;
- მოსწავლეების დახმარება;
- სივრცისა და რესურსების კონტროლი;
- ტესტების მომზადება და მასწავლებლისთვის მიწოდება;
- მისაღებისა და საერთო სივრცის კონტროლი;
- ბავშვების გაცილება;
- ყოველდღიურ საჭიროებებზე რეაგირება;
- ოთახების მოწესრიგება;
- ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
- გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ლეველსი გთავაზობთ
- პროფესიულ ზრდასა და განვითარებას;
- "ლეველსის" ნებისმიერ კურსზე უფასო სწავლებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ დასახელება — შაბათ-კვირის ადმინისტრატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.