9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G8BFT9C3 გამოქვეყნდა 12 ოქტ 43 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი ნევროლოგიის მიმართულებით

ნეოფარმი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში +6% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,892 ₾ · 447 განცხადება ბოლო ვადა: 13 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "ნეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სამედიცინო წარმომადგენელი ნევროლოგიის მიმართულებით

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათ-კვირა დასვენება. ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ნევროლოგებთან, ოჯახის ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კომპანიის ნევროლოგიური მედიკამენტების შესახებ ექიმებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების წარმოჩენა;
  • ექიმებისთვის სემინარების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების ორგანიზება ნევროლოგიური თემატიკით;
  • მოლაპარაკებების წარმოება ექიმებთან და წინასწარ დადგენილი გეგმის მიხედვით გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან წერილობითი ანგარიშგება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება- "სამედიცინო წარმომადგენელი ნევროლოგიური მიმართულებით", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.

დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "ნეოფარმი" იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს "ნეოფარმის" მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელფოსტა; ტელ.

შპს "ნეოფარმი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელფოსტა; ტელ.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.neopharmi.ge

შპს "ნეოფარმი" გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა