9859 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G9B6DY3J გამოქვეყნდა 19 ოქტ 21 ნახვა

B2B გაყიდვების მენეჯერი

ვიტამელი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾500–3000 / თვეში −26% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"Vitamehl" საკვები ინგრედიენტებისა და ფქვილის გამაუმჯობესებლების სფეროში მსოფლიოში წამყვანი კომპანიების - DeutscheBack-ის, Mühlenchemie-ის, ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში.

კომპანია პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ფქვილის მწარმოებლებს ევროპული ხარისხის ინგრედიენტებით, ფქვილის გამაუმჯობესებლებითა და სპეციალიზებული საცხობი მიქსებით ამარაგებს. საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, Vitamehl ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და წარმოების თანამედროვე მეთოდებს, რითაც ხელს უწყობს რეგიონში კვების ინდუსტრიის განვითარებასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

ჩვენი გუნდის გაძლიერების მიზნით, ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბიზნესკლიენტების მოზიდვაზე, არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • გაყიდვების მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა;
  • პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, მოძიება და ახალი კლიენტების ბაზის მუდმივი განვითარება;
  • პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ფქვილის მწარმოებელ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
  • კლიენტების საჭიროებებისა და წარმოებაში არსებული გამოწვევების შესწავლა და მათზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება;
  • ტექნოლოგთან კოორდინაციით, კლიენტებთან პროდუქციის საცდელი ტესტების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების შემდგომი კომუნიკაცია;
  • არსებული კლიენტების მომსახურება, მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • კლიენტებისგან შეკვეთების მიღება და მათი დროული დამუშავებისთვის მომარაგების გუნდთან კოორდინაცია;
  • კლიენტების ინფორმირება Vitamehl-ის ტექნოლოგიურ ცენტრში დაგეგმილი მასტერკლასებისა და პროფესიული ღონისძიებების შესახებ;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გაყიდვების ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით - სასურველია;
  • კვების ინდუსტრიაში, განსაკუთრებით პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ან ფქვილის წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
  • მივლინებები: სამუშაო დროის დაახლოებით 30%.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას: 2, 500 ლარი;
  • შედეგებზე მიბმულ ბონუსს: თვეში 500-3, 000 ლარი, გაყიდვების შედეგების მიხედვით;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას კვების ტექნოლოგიებისა და B2B გაყიდვების მიმართულებით;
  • საერთაშორისო გამოფენებზე, მომწოდებლების სემინარებზე ვიზიტებს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გარემოში.

დაინტერესების შემთხვევაში

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვირეკოთ შემდეგ ნომერზე.

წერილის სათაურში მიუთითეთ: "B2B გაყიდვების მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა