მიმტანი
იტალიური რესტორანი "მილანური ბისტროს" პეკინის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის 8;
- სამუშაო განრიგი: 5/2; (8 სთ) - ანაზღაურება: 1300 ₾ ნეტ;
- სამუშაო განრიგი: 4/3; (8 სთ) - ანაზღაურება: 1000 ₾ ნეტ.
სასურველი მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა/გამოცდილება;
- სასურველია FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
მიმტანის ფუნქცია-მოვალეობები
- სტუმრის თავაზიანად და კეთილგანწყობით მიღება;
- მომსახურება და შეკვეთების აღება;
- შეკვეთის სწორად გადაცემა;
- კერძებისა და სასმელების დროული მიტანა მაგიდასთან;
- კერძის სისწორის და სისუფთავის შემოწმება მიტანამდე;
- მენიუს სრულად ცოდნა (ალერგენების გათვალისწინებით);
- ანგარიშსწორება (გადახდა/ჩეკების სწორად დამუშავება);
- მაგიდების მომზადება/სერვირება;
- კოორდინაცია სუპერვაიზერთან;
- დარბაზის ინვენტარის გადანაწილება;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
უნარ-ჩვევები
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლობიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
- მოწესრიგებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიღებული უკმაყოფილების მართვა თავაზიანად.
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული განვითარება;
- სტაბილური სამსახური;
- მშვიდი და მეგობრული გარემო.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე. სათაურში მიუთითეთ პოზიცია და მისამართი.