ოპერატორი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ხელზე 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** დაურეკოს პოტენციურ მეპატრონეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უძრავი ქონების ქირით გაცემით ან გაყიდვით.
** შესთავაზოს მეპატრონეებს სააგენტოს მომსახურება და აუხსნას თანამშრომლობის პირობები.
** დაინტერესებულ მეპატრონეს გამოაგზავნინოს საჭირო ინფორმაცია და უძრავი ქონების ფოტოები.
** მიღებული ინფორმაცია და ფოტოები ატვირთოს სააგენტოს შესაბამის პლატფორმებზე.
** სამუშაო დღის განმავლობაში მიღებული შედეგების შესახებ გაუგზავნოს მენეჯერს მოკლე რეპორტი.
ვის მოერგება ეს სამსახური
მნიშვნელოვანია:
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი საუბარი;
** ტელეფონზე ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა;
** დავალებების დამოუკიდებლად შესრულების უნარი.
სამუშაოს მთავარი მიმართულებაა პოტენციურ მეპატრონეებთან დაკავშირება, სააგენტოს მომსახურების შეთავაზება და მიღებული განცხადებების დამუშავება.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: 5 სექტემბრამდე და ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.