აღრიცხვის ოპერატორის / შეკვეთების ადმინისტრატორი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის უფროსი აღრიცხვის ოპერატორის/აღრიცხვის ოპერატორის და შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციებზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი მტკვრის მარცხენა სანაპირო, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.
აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: - საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; - საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება; - ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა; - პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის; - წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.
ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; - აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება. - აუცილებელია 1C ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები: - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.