სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "არდი ფარმა", რომელიც ახორციელებს ევროპული მედიკამენტების იმპორტს და მარკეტინგს, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
ქალაქები: ქუთაისი, ბათუმი
გრაფიკი: სრული განაკვეთი
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ:
** ზრდადი ანაზღაურება, ყოველთვიური/კვარტალური პრემიული სისტემა დამოკიდებული იქნება დაგეგმილი გაყიდვების შედეგებზე.
** სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები).
სამუშაოს აღწერილობა:
** სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;
** მივლინებები სხვადასხვა რეგიონში;
** ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ახალ პროდუქტებზე და კონკურენტებზე ინფორმაციის მუდმივი ძიება;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი აფთიაქებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სამედიცინო განათლება;
** წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელმისამართზე:
მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილს დავუკავშირდებით გასაუბრებისათვის.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.