MEP ინჟინერი
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას MEP ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყისი საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა და მოსალოდნელი რისკების შეფასება-ანალიზი;
** მონაწილეობის მიღება არქიტექტურული, კონსტრუქციული და სრული საინჟინრო პროექტირების მომზადების პროცესში;
** პროექტირების პროცესის კოორდინაცია, საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროექტების რევიზია, პროექტის ძირეული შეზღუდვებისა და პარამეტრების განსაზღვრა, პროექტების ოპტიმიზაცია;
** საჭიროების შემთხვევაში საპროექტო ცვლილებების ინიცირება;
** ხარჯთაღრიცხვის შედგენისას ტექნიკური კონსულტაციების განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის ორგანიზების პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური ანალიზი და საინჟინრო ნაწილის რისკების შეფასება;
** მშენებლობის პროცესში საინჟინრო საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებების კონტროლი;
** საიტ ინსპექტირების მუდმივი განხორციელება, ადგილზე წარმოქმნილი ტექნიკური და საინჟინრო პრობლემების ოპტიმალურად და ოპერატიულად გადაწყვეტა პროექტის ავტორთან შეთანხმებით;
** საიტ ინსპექტირების საფუძველზე რეპორტების წარმოება და მენეჯმენტთან წარდგენა;
** სამშენებლო პროცესში, ტექნიკური, პრობლემური, საინჟინრო საკითხების ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება/ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), Microsoft Project პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 10 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "MEP ინჟინერი".
ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.