მიმღები-ბარის ადმინისტრატორი
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ბარის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 6 ფილიალს საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი). კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.
პასუხისმგებლობები
- კლიენტების ეფექტური მიღება/მომსახურება;
- კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
- ტერმინალთან მუშაობა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება;
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები
- კომუნიკაბელურობა;
- დროის მენეჯმენტის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ინდივიდულურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) საწყის დონეზე ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური; რუსული);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პირობები
- მოქნილი გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 08:00-დან 15:30მდე ან 15:30-დან 23:00მდე
- დასვენების დღე: კვირაში 2 დღე
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + საბონუსე სისტემა
რას გთავაზობთ ჩვენ
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სპეციალური ფასდაკლებები;
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
- მზარდი ანაზღაურება
- სხვა ბენეფიტები.
https://www.oktopus.ge/
დეტალური პირობების სანახავად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://oktopus.selfrecruit.ge/s/iUUu7