გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GCQ3NHMN გამოქვეყნდა 30 ოქტ 41 ნახვა

ოპერაციული მენეჯერი

M4 Group გარე განცხადება
₾1000 / თვეში −56% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,274 ₾ · 116 განცხადება ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

"M4 Group" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია აფართოებს უძრავი ქონების აგენტების გუნდს და ეძებს გამოცდილ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას, უზრუნველყოფს გუნდის განვითარებას და ხელს შეუწყობს კომპანიის ზრდას.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები

  • ფიქსირებული ხელფასი — 1000 ₾ ხელზე ასაღები;
  • ბონუსი — სააგენტოს საკომისიო წილის 10%;
  • სამუშაო გრაფიკი — ორშაბათი-პარასკევი;
  • გუნდის ფორმირებისა და სამუშაო პროცესების მართვის ფართო დამოუკიდებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო და საჭირო რესურსები;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი აგენტების მოძიება, შერჩევა, სწავლება და სამუშაო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა;
  • აგენტების გუნდის ყოველდღიური მართვა, მოტივირება და მუშაობის შედეგების კონტროლი;
  • სააგენტოს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და სამუშაო პროცესების გაუმჯობესება;
  • კლიენტებისა და უძრავი ქონების ობიექტების მონაცემთა ბაზების მართვა და განახლება;
  • შემოსული მოთხოვნების განაწილებისა და დროული დამუშავების კონტროლი;
  • მიმდინარე გარიგებების კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში აგენტებისთვის დახმარების გაწევა;
  • სამუშაო დისციპლინისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • გუნდის შედეგების ანალიზი და ყოველკვირეული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უძრავი ქონების ან გაყიდვების სფეროში გუნდის მართვის გამოცდილება — სავალდებულოა;
  • თანამშრომლების შერჩევისა და სწავლების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები;
  • CRM სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და შედეგზე ორიენტირებულობა.

მნიშვნელოვანია: პოზიცია ითვალისწინებს სააგენტოს ოპერაციულ მართვასა და გუნდის განვითარებას და არა დამოუკიდებელ საბროკერო საქმიანობას პირადი საკომისიოს მისაღებად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა