ლაბორანტი
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.
კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო ადგილი: გარდაბანი
ძირითადი მოვალეობები: - არსებული აპარატურის კარგად შესწავლა/ცოდნა; - ნედლეულისა და მზა პროდუქტის ნიმუშების აღება დადგენილი წესის მიხედვით. მათი კვლევა/შეფასება, ფიზიკურ-ქიმიუირი ანალიზის ჩატარება (სამომავლოდ სწორი ტესტირების უზრუნველსაყოფად) და რეპორტების მართვა; - ქიმიური მეთოდების შესწავლა, ცოდნა და შესრულება; - ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ხსნარების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებით; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები: - კომუნიკაციის უნარი; - დროის მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.
„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 24 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.