ტექნიკური ოპერატორი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები: სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ცვლებში მუშაობა - დღის ცვლების გარდა, დასაქმებულმა თვის მანძილზე 3-ჯერ უნდა იმუშაოს ღამის ცვლაში, 22:00-დან 10:00-მდე; ანაზღაურება: 1200-1300 ლარი.
სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები: - სატელეფონო კომუნიკაციის გზით, არსებული ხარვეზების/პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება და აბონენტების დახმარება მათ აღმოფხვრაში
მოთხოვნები: - გააჩნდეს კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა; - გამართული მეტყველების უნარი; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, - პუნქტუალური; - ენერგიული; - ყურადღებიანი.
ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევა; - Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.