7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GDFF02GD გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ბუღალტრის ასისტენტი

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი via hr.ge
ქუთაისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

შპს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტრის ასისტენტი (სალაროს ოპერაციები)

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ჩვენს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ ბუღალტრის ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება სალაროს ოპერაციების ყოველდღიურ მართვასა და ბუღალტრული პროცესების მხარდაჭერაში.

ძირითადი მოვალეობები: - სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; - სალარო დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება და სისტემატიზაცია; - პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება და დამუშავება; - ყოველდღიური სალაროს ნაშთების კონტროლი; - ბუღალტრის მხარდაჭერა მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში; - ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა განიხილებიან მოტივირებული დამწყები კანდიდატებიც; - MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - პრაქტიკული გამოცდილების მიღებას საბუღალტრო მიმართულებით; - ანაზღაურება: 1,500 ლარი (დარიცხვით).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: salomeshebgeli@gmail.com გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: „ბუღალტრის ასისტენტი"

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა