8264 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GE5PK5CB გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი - უფასო კურსები

საქართველოს კარიტასი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი - უფასო კურსები

"საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial

"საქართველოს კარიტასმა", განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, გახსნა კრეატიული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი ქალაქ თბილისში, სადაც 14-21 წლამდე ახალგაზრდები ეუფლებიან თანამედროვე პროფესიებს.დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.facebook.com/CCTCaritasGeorgia

კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი ანახლებს სტუდენტების მიღებას სექტემბრის თვიდან და სთავაზობს მათ შემდეგ კურსებს:

** თამაშების პროგრამირება: თამაშები და ანიმაცია. თამაშების პროგრამირების კურსზე, სტუდენტები შექმნიან მულტიმედია პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარებაზე.კურსის შესწავლის დროს სტუდენტები იმუშავებენ Unity-ში, Visual Studio-ში დაწერენ კოდებს C# ენაზე. ** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება : კურსი ფოკუსირებულია პრაქტიკულ სწავლაზე და რეალურ სამყაროში არსებულ სცენარებზე, რათა მოამზადოს სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის QA-ში. სტუდენტები მიიღებენ მტკიცე გაგებას პროგრამული უზრუნველყოფის ხელით ტესტირების პრინციპებისა და ტექნიკის შესახებ. კურსის მიზნები: გაიგოთ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლები და მისი მნიშვნელობა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, ისწავლოთ ხელით ტესტირების სხვადასხვა ტექნიკა დეფექტების გამოსავლენად და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველსაყოფად. ** გრაფიკული დიზაინი/UI/UX Design: სტუდენტები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით. გრაფიკული დიზაინის კურსის პირველი ეტაპი მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: Photoshop, Illustrator, მომდევნო ეტაპზე კი UI/UX Design-ს. ** ვებ - პროგრამირება: კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწავლიან კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნას და მათ მართვას. კურსის სხვადასხვა დონეებზე, შესაძლებელი იქნება HTML, CSS, JavaScript-ის შესწავლა. ** 3D ანიმაციის პროექტირება: კურსზე სტუდენტები შეისწავლიან 3D ანიმაციის შექმნას Blender-ში, პერსონაჟებისა და გარემოს ანიმირებას, კამერისა და განათების გამოყენებას, ვიზუალური თხრობის პრინციპებს და კურსის ბოლოს შექმნიან საკუთარ მოკლე 3D ანიმაციურ პროექტს. ** ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები (AI): კურსი დაეხმარება სტუდენტებს AI-ის შესაძლებლობების პრაქტიკულად ათვისებაში. ისინი ისწავლიან თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას ტექსტის, გამოსახულებებისა და იდეების შესაქმნელად, ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად და სხვადასხვა პროფესიულ სფეროში ეფექტურად გამოსაყენებლად.

თითოეული კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, კვირაში - 2 გაკვეთილი, 2 საათი (კვირის განმავლობაში 4 საათი) სწავლა მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ოფლაინ რეჟიმში. გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. მისამართი: საბურთალო, ნუცუბიძის მე-2 პლატო, ბესარიონ ჟღენტის 45 ნომერი.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScpU4KS-0pZZP1BUdb_E_xyslgLlfHrnndU5a6rNs_tSY4y9A/viewform?usp=header

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 სექტემბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს კარიტასი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის