უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
−49% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,378 ₾ · 69 განცხადება
გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ
კომპანიის შესახებ: "სფეის კარგო" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს.
პოზიცია: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი მდებარეობა: საბურთალო (ყაზბეგის გამზირი N 30ა) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00
ძირითადი მოვალეობები
- ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
- მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
- ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
- პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი;
- საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.
ანაზღაურება და ბონუსი
- პირველი 2 თვის განმავლობაში — 700 ლარი თვეში;
- 2 თვის შემდეგ — 900 ლარი თვეში;
- დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.
განაცხადის წესი:
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ: "საბურთალო" — უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი". სათაურის სწორად მითითება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში განაცხადის მოძიება ვერ მოხერხდება.