გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ რომელიც დაარსდა 2019 წელს, ორი გამოცდილი დეველოპერული კომპანიის გაერთიანების შედეგად ეძებს გამოცდილ კადრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშზეა თბილისის მასშტაბით წარმატებით დასრულებული 5 საცხოვრებელი კომპლექსი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122 თანამდებობის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო განრიგი: - ორშაბათი - პარასკევი - 09:30-18:30 ან 10:00-19:00 საათი
ფუნქცია-მოვალეობები: - დაგეგმილი გაყიდვების ყოველთვიური/ყოველწლიური გეგმების შესრულება; - კონკურენტების შესწავლა და მათი მიმდინარე შეთავაზებების მუდმივი მონიტორინგი; - ბროკერებთან თანამშრომლობის კოორდინაცია და უცხოელი მომხმარებლების პორტფელის მართვა; - პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით, ბაზების გამოყენება; - დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება; - მომხმარებლის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის შეტანა CRM პლათფორმაზე, მიმდინარე სტატუსის განახლება და მუდმივი მონიტორინგი; - მომხმარებელთან შეხვედრის შემდგომ, უკუკავშირი და შესაბამისი სტატუსის განახლება CRM პლათფორმაზე; - მომხმარებლის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება და დროული კომუნიკაცია; - მარკეტინგის გუნდთან ყოველდღიური კოლაბორაცია, სწორი და ეფექტური გაყიდვების წარმართვისთვის; - Facebook-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე და მეილზე შემოსული შეკითხვების აღრიცხვა და პასუხის გაცემა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა; - მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება; - გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის მიწოდება; - გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის (მათ შორის გადახდის ქვითრების) მიწოდება ბუღალტერიისთვის მოთხოვნის შესაბამისად; - იურიდიულ დეპარტამენტთან, ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის მიწოდება; - გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა; - უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას; - პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინებისა და გადახდის სასურველი პირობებით); - კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილოების მიღება და ტრენინგის ტიპიდან გამომდინარე სერთიფიკატის მიღება; - გაყიდვების შედეგების რეპორტირება გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელთან და კომერციულ დირექტორთან, ანალიზი და გაუმჯობესების საშუალებების შემოთავაზება; - მოზიდული კლიენტების, გაყიდული ბინების მაცხოვრებლების მომსახურება და შენარჩუნებაზე ზრუნვა; - თანამშრომლებს შორის კოლეგიალური და პარტნიორულ ურთიერთობების გაძლიერებაზე ზრუნვა; - დაგეგმილი პროექტების შედგენაში მონაწილეობა ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინიტრირების/ფინანსების ან სხვა მსგავსი მიმართულებით; - გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დეველოპმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას); - სავალდებულოა: ინგლისური და რუსული ენების (მინიმუმ B2 დონეზე) ცოდნა; - საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი; - წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - ორგანიზებული, მიზანდასახული; - გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებული; - გუნდის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადადით ბმულზე და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: https://dekamanagementcompany.selfrecruit.ge/s/tneKY
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.