9859 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GG107G69 გამოქვეყნდა 21 ოქტ 4 ნახვა

ფიენ ჯითენ

ფიენ ჯითენ

ბუღალტერი / უფროსი ბუღალტრის თანაშემწე

ფიენ ჯითენ გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ნოე
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

ფიენ ჯითენ აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტერი / უფროსი ბუღალტრის თანაშემწე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: - რეალიზაციის სექციის (მიმართულების) მართვა და რეალიზაციის ოპერაციების პროგრამულად ასახვაში ჩართულობა; - ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და წარმოებაში ჩართულობა; - პირველადი და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, საბუღალტრო პროგრამაში ასახვა და ფიზიკური დაარქივება; - საკუთარი სექციის ფარგლებში თითოეულ საბუღალტრო გატარებაზე საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის შეგროვება და ფორმირება; - მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი, შესყიდვებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სმფ) მიღების/ჩამოწერის აღრიცხვა; - საწყობის ნაშთების კონტროლი, საქონლის გადათვლა, გეგმური და სპეციალური ინვენტარიზაციების ჩატარება; - დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება და ხელმოწერა; - საანგარიშგებო პერიოდის მიხედვით კლიენტებსა და კონტრაქტორებზე პირველადი დოკუმენტაციის ბუღალტერიაში ჩაბარების ვადებისა და რეგლამენტის დაცვა; - საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა; - ხელმძღვანელობისა და უფროსი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები: - უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება ეკონომიკის, ფინანსებისა თუ საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში; - საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; - სასწყობო აღრიცხვის ნორმებისა და წესების ცოდნა; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; - საოფისე პროგრამების (MS Office: Excel, Word, MS Outlook, Skype) მაღალ დონეზე ფლობა; - საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: 1C: Предприятие 8.3 (პროგრამა BDO Balans-ის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); - ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო პორტალის (RS.ge) გამოყენების უნარი; - დიდი მოცულობის ინფორმაციასთან და ციფრებთან მუშაობისას მაღალი ყურადღებიანობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სისტემურობა, თანმიმდევრულობა, მრავალამოცანიან (multitasking) რეჟიმში და გუნდურად მუშაობის უნარი; - რუსული ენის ცოდნა — C1 (Advanced) დონეზე.

სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, №37მ; - სამუშაო გრაფიკი: 5/2; - შრომითი ხელშეკრულების ოფიციალური გაფორმება; - მუშაობა საერთაშორისო ჰოლდინგში, თანამედროვე საოფისე გარემოში.

დამატებითი ინფორმაცია: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) რუსულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

მთავარი ბუღალტერი

ახალი
ჩერნოვეცკის ფონდი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია მიმართე აქ
₾6000 +98% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

უფროსი ბუღალტერი

ახალი
აიდიეს ბორჯომი თბილისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სერვის კონსულტანტი

ახალი
კრედო ბანკი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბუღალტერი

ახალი
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში მიმართე აქ
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა