დაბრუნების სპეციალისტი
ორი ნაბიჯი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დაბრუნების სპეციალისტი.
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას დაბრუნების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 23:00-10:00, 2 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება სამუშაო ადგილი: გეზი, სოფელი გამარჯვება სამუშაო ადგილი: ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება სამგორის მეტროდან, კვება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალებიდან დაბრუნებული და საწყობში დაზიანებული პროდუქციისა და ინვენტარის აღრიცხვა;
- უკან დაბრუნებული ინვენტარისა და ყუთების დათვლა, შესაბამის სივრცეში წესების დაცვით დალაგებისა და განთავსების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში მონაწილეობის მიღება;
- დაზიანებული პროდუქციის დათვლა, დახარისხება და ფიზიკური და პროგრამული გადაადგილება დაზიანებული და ვადაგასული პროდუქციის საწყობზე;
- დაზიანებული და ვადაგასული საწყობების ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება;
- ფილიალებიდან ჭარბი ნაშთის სახით დაბრუნებული პროდუქციის ზუსტი აღრიცხვა და კონკრეტული ნომენკლატურებისათვის განსაზღვრულ სივრცეში განთავსება;
- მომწოდებელთან დასაბრუნებლად მომზადებული პროდუქციის რაოდენობის თანდართულ დოკუმენტში მოცემულ რაოდენობასთან შესაბამისობის შემოწმება და კონტროლი;
- დასაბრუნებლად მომზადებული პროდუქციის მომწოდებლისთვის შესაბამის ვადებში დაბრუნების უზრუნველყოფა;
- დაზიანებულ საწყობზე განთავსებული პროდუქციის წინასწარ განსაზღვრული ჯერადით ყუთებში მოთავსება. პროგრამის მიერ განსაზღვრულ ლოკაციაზე განთავსება.
- ფილიალებიდან დაბრუნებული ყუთების მაღაზიათა ჭრილში მითვლა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება:
- ნაშთების სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მაღაზიებისთვის რეკლამაციის დაფიქსირება;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- დაბრუნების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება;
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- საწყობის ტერიტორიაზე ინდივიდუალურად მინიჭებული დაცვის საშუალებების გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- • უმაღლესი / არასრული უმაღლესი განათლება;
- • საწყობში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- • სასურველია კომპიუტერული პროგრამების MS Office (Word, Excel) ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/oxttMJfd
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.