ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
შპს "ჯეო დისტრიბუშენ გრუპი" "ბიუ-ბიუ"-ს საფირმო მაღაზიებისთვის აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ხელფასი: 1400 + ბონუსი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი - მონაცვლეობით (დღეში 8 საათი აქედან - 1 საათი შესვენება) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია
მოვალეობები:
- ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
- კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
- თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
- არსებული დარღვევების აღმოჩენა;
- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
- დარღვევების სისტემატიზაცია, აღწერა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან დაგვიკავშირდით. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.