საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
დაქვემდებარება:
** უშუალო ხელმძღვანელი ** საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი ** პირდაპირი ხელმძღვანელი ** ლიცეუმის დირექტორი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
** მოსამსახურეთა სამსახურებრივ და შრომით დისციპლინაზე პასუხისმგებლობა; ** კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ხელის მოწერა საბანკო, სახაზინო და სხვა ფინანსური სახის დოკუმენტებზე; ** ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულების მიხედვით ბიუჯეტის პროექტის წინადადებების შეგროვება, შეჯერება და ბიუჯეტის პროექტის წინადადებების მომზადება; ** ლიცეუმის ბიუჯეტის ცალკეული მუხლების მიხედვით ხარჯების ანალიზი; ** უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით ხაზინის ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი შემოწმება და დადასტურება; ** სამსახურის უფროსთან ერთად ხარჯთაღრიცხვის შესრულების მიმდინარეობის, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორების, აგრეთვე ფულადი სახსრების განკარგვის მიზნობრიობის კონტროლი; ** აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით დამტკიცებული ბიუჯეტისა და საბიუჯეტო მაჩვენებლების მიხედვით მონაცემების შეგროვება, ბიუჯეტის შესრულების, ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი, მდგომარეობის შეფასება და სათანადო შეფასებების სამსახურის უფროსისთვის წარდგენა; ** საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა; ** საფინანსო და შესყიდვების სამსახურის შემოსული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების სრულყოფილი შემოწმება; ლიცეუმის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესში შესყიდვების სააგენტოს მიერ განსაზღვრული "შავი სიის" კონტროლი; ** ავანსად გაცემული თანხების დროულ დარიცხვაზე კონტროლი; ** მატერიალური და ელექტრონული ფორმით ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის დადგენილი წესით შენახვა; ** სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დოკუმენტების ვიზირება და კომპეტენციის ფარგლებში ხელის მოწერა; ** სამსახურის მუშაობის წლიური გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა; ** სამსახურის უფროსის წინაშე ანგარიშვალდებულება; ** სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
** უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება
** ხარისხი (სავალდებულო) — ბაკალავრის ხარისხი; ** ხარისხი (სასურველი) — მაგისტრის ხარისხი.
გამოცდილება
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ წლიანი გამოცდილება.
ცოდნა:
** ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება; ** შესყიდვების მართვა; ** საჯარო შესყიდვები; ** ბუღალტრული აღრიცხვა (CPA/ACCA სურვილისამებრ); ** ელექტრონული ხაზინა; ** საჯარო შესყიდვების კანონი; ** ბიუჯეტის კოდექსი; ** შრომის კოდექსი; ** საგადასახადო კანონმდებლობა; ** ხელშეკრულებითი სამართალი.
კომპეტენციები
** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება; ** ფინანსური ანალიზის უნარები; ** რისკების შეფასებისა და მართვის უნარები.
დაგეგმვა და ორგანიზება:
** დროის მართვის უნარი; ** პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი; ** რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** ხარისხზე ორიენტაცია.
პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი:
** პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და დროულად გადაწყვეტის უნარი; ** ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობის უნარი.
კომუნიკაცია: ** კომუნიკაბელურობა; ** გამართულად წერის უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).
სხვა უნარები
** უცხო ენის ცოდნა — ინგლისური, ინგლისური, STANAG 6001 SLP 2/2/2/2 ან შესაბამისი დონე.
კომპიუტერული პროგრამები
** Microsoft Office Suite (Excel-ის გაღრმავებული ცოდნა); ** ფინანსური პროგრამები (QuickBooks, 1C ან ანალოგიური); ** შესყიდვების მართვის სისტემები; ** პროექტის მართვის პროგრამები (MS Project, Asana); ** ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD); ** ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა (Orisi).
ანაზღაურება: 4000 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია:
** ელფოსტა: cml@mod.gov.ge ** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066