9359 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GJZZW9N3 გამოქვეყნდა 29 ოქტ 13 ნახვა

კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტი

გორგია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია “გორგია” საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. “გორგია” პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ “არ” ან “ვერ”, შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

“გორგია” წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; - კვებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სასაქონლო ჯგუფში არსებული მწარმოებლების ბაზის შექმნა და განახლება, ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა და დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა; - სასაქონლო ჯგუფის თვითღირებულების დამოკიდებულობის განსაზღვრა, ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი; - შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით. შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; - ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება; - კონკურენტების ანალიზი და პერიოდული ვიზიტები; - გაყიდვების ანალიტიკა და ნაშთების მონიტორინგი; - სააქციო პოზიციების დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით; - შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; - Microsoft Office 365, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - ორგანიზებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - მოლაპარაკების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა