გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GK3E5XXA გამოქვეყნდა 17 ნოე 9 ნახვა

მოლარე-ბარისტა

სინაბონი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები ბარისტა
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

"სინაბონი" არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.

"სინაბონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბარისტას პოზიციაზე.

ლოკაცია: სითი მოლი, ვაჟა-ფშაველა #70

გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, კვირაში 4 დღე, 6 საათიანი ცვლები

  • ორშაბათი - 16:00-22:00
  • პარასკევი - 10:00-14:00
  • შაბათი - 10:00-16:00
  • კვირა - 10:00-16:00

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლის სწრაფი და თავაზიანი მომსახურება
  • შეკვეთების მიღება და გადახდების განხორციელება (ნაღდი/ბარათი)
  • ყავისა და სხვა სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • სალარო ოპერაციების სწორად წარმართვა
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მოლარე-ბარისტა".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა