მერჩენდაიზერის
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები: - სავაჭრო ობიექტ (ებ)ში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად; - საქონლის ინვენტარიზაცია (როგორც საწყობის, ისე თაროს ნაშთის); - ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; - სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება კომპანიის ამოცანების და გეგმების შესრულებისა და საქმის გამართულად წარმართვის მიზნით; - ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესითა და ფორმატით; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საშუალო განათლება (სავალდებულო) - უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესობად) - იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო) - MS Office
უნარები/პიროვნული კომპეტენციები: - არითმეტიკული/მათემატიკური უნარები - კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი - შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გადადით მითითებულ ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://engadi.selfrecruit.ge/s/jRwJ
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.