სტაჟირება/აწყობა-ინსტალაციის სპეციალისტი
კომპანია "ვი დი ეს" აცხადებს სტაჟირებას ალუმინის და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრების საწარმოში, ქ. თბილისში.
მოვალეობები:
** საწარმოში მეტალო-პლასტმასის და ალუმინის პროფილების აწყობის პროცესის შესწავლა
** კარ-ფანჯრის კონსტრუქციების, ვიტრაჟების და მინის პაკეტების მონტაჟის ტექნოლოგიების დაუფლება
** საწარმოო ხაზზე ხელით და ხელსაწყოებით მუშაობის უნარების გამომუშავება
** ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა მზა პროდუქციაზე
** უსაფრთხოების წესებისა და შრომის ორგანიზაციის ნორმების დაცვა
** გამოცდილი ხელოსნების ხელმძღვანელობით პრაქტიკული უნარების ეტაპობრივი ათვისება
მოთხოვნები:
** განათლება: სასურველია ტექნიკური/პროფესიული, მაგრამ არ არის სავალდებულო
** გამოცდილება არ მოითხოვება — ვაწვდით სრულ მომზადებას
** ხელით მუშაობისადმი ინტერესი და სიზუსტე
** პასუხისმგებლობა, დისციპლინა და გუნდში მუშაობის მზაობა
რას გთავაზობთ:
** სრული პრაქტიკული სწავლება რეალურ საწარმოო გარემოში
** გამოცდილი მენტორის ხელმძღვანელობა
** სტაჟირების პერიოდის ანაზღაურება
** წარმატებული სტაჟირების შემდეგ - მუდმივ პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა
** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივა
მეილის "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიის საიტზე განთავსების თაობაზე თუ რამე კითხვები გექნებათ დამიკავშირდით სერგი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.