ოფისის მენეჯერი
სარეკლამო და პოლიგრაფიული კომპანია „ვიზიტკა.ჯი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ხართ ორგანიზებული, კომუნიკაბელური, გიყვართ დინამიკურ გარემოში მუშაობა და გაქვთ გუნდის კოორდინაციის უნარი, გელოდებით ჩვენს მეგობრულ გუნდში!
ძირითადი მოვალეობები: - ოფისში მოსული მომხმარებლების თბილი მიღება, კონსულტაცია და მომსახურება; - შემოსული შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის სისტემაში/ბაზაში ატვირთვა; - დამზადებული შეკვეთების მომხმარებლებისთვის დროულად და ორგანიზებულად გაცემა; - შეკვეთების მზადების პროცესის, ვადებისა და თანამშრომლების მუშაობის ოპერატიული კონტროლი; - ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე (მომსახურება / ადმინისტრაცია / მენეჯმენტი) მუშაობის გამოცდილება; - სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ფლობა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძონა, დისციპლინა და დროის მართვის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციის, გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი; - სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
სამუშაო პირობები: - ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი (კანდიდატის გამოცდილებისა და უნარების მიხედვით); - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-დან 18:00 საათამდე (დასვენება: კვირა); - კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო განვითარების პერსპექტივით.
განაცხადის შემოტანის წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით მისამართზე: (subject - ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.