8403 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GNTMWERC გამოქვეყნდა 8 სექ 7 ნახვა

თბილისის ზოოლოგიური პარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი

ცხოველთა განყოფილების მომვლელი

თბილისის ზოოლოგიური პარკი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾1280 / თვეში ბოლო ვადა:

"თბილისის ზოოლოგიური პარკის" ცხოველთა განყოფილების მომვლელი.

სამუშაო დრო და ანგარიშვალდებულება:

** ცხოველების მომვლელის სამუშაო საათები დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე. შესვენება დღის პირველი საათიდან დღის ორ საათამდე.

** ხუთი სამუშაო და ორი დასვენების დღე (განყოფილების უფროსთან შეთანხმებით).

** ცხოველების მომვლელის სამუშაო საათები, განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია შეიცვალოს.

** ცხოველების მომვლელი ანგარიშვალდებულია განყოფილების უფროსის წინაშე.

ხელფასი: 1280 ლარი

ვალდებულებები:

** მომვლელი ყოველდღიურად სამუშაო საათების დაწყებისა და დამთავრებისთანავე ამოწმებს ვოლიერების მდგომარეობას.

** მომვლელი ვოლიერის დაზიანების ან სხვა რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის განყოფილების უფროსს.

** მომვლელი, განყოფილების უფროსთან შეთანხმების საფუძველზე, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, დაზიანებას საკუთარი ძალებით აღმოფხვრის.

** მომვლელი დღის განმავლობაში მონიტორინგს უწევს ცხოველებს, აფასებს მათ ზოგად მდგომარეობას. აუცილებლობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის განყოფილების უფროსს და ვეტერინარულ სამსახურს.

** მომვლელი უწევს ყოველმხრივ დახმარებას ვეტერინარულ სამსახურს სხვადასხვა ვეტერინარული მანიპულაციების (ცხოველის იმობილიზაციისთვის მომზადება, ცხოველის იმობილიზაცია, დაძინებული ცხოველის გადაყვანა, ევთანაზია, გამოწუნება, ქირურგიული ჩარევა, პოსტოპერაციული პერიოდი და სხვა) ჩატარებისას.

** მომვლელი დღის ბოლოს ამოწმებს სარწყულებლებს, აუზებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის/ამატებს წყალს.

** მომვლელი კვებავს ცხოველს დადგენილი გრაფიკით, რაციონის მიხედვით, კვებითი ენრიჩმენტის გამოყენებით (იმ ცხოველებში, სადაც ენრიჩმენტი ხორციელდება).

** მომვლელი, განყოფილების უფროსთან შეთანხმებით, ატარებს სხვა სახის ენრიჩმენტებსაც.

** მომვლელი, განყოფილების უფროსის დავალებით, სეზონურად აწყობს ბუდეებსა და ბუნაგებს.

** მომვლელი ყოველდღიურად ალაგებს/ასუფთავებს:

** ვოლიერებს, შუშის ბარიერებს, ღობეებს, ბადეებს, კედლებს, იატაკს;

** ვოლიერსა და გარე დამცავ ბარიერს შორის არსებულ სივრცეს;

** ვოლიერებში არსებულ საკვებურებსა და სარწყულებლებს, წყლის რეზერვუარებს, აუზებს.

** კატეგორიულად იკრძალება ცხოველზე ნებისმიერი სახის ძალადობა (უხეში მოპყრობა, ყვირილი, ცემა და სხვა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხოველის ტრავმირება, ფსიქოლოგიური შოკი, გაღიზიანება, აგრესია.

** ცხოველთა მომვლელი შვებულების დროს ტოვებს შემცვლელს, რომელიც დროებით ითავსებს მის ფუნქციებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე:.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის ზოოლოგიური პარკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის