სტაჟიორი - საბარათე ბიზნესის და ლოიალობის განვითარების ლიგა, საბარათე რისკების მიმართულება
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი - საბარათე ბიზნესის და ლოიალობის განვითარების ლიგა, საბარათე რისკების მიმართულება
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო მოქმედების ვადა: 14/09/2026 დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი
კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს საბარათე რისკების იდენტიფიცირებას, მონიტორინგსა და მართვას. გუნდი აკვირდება საბარათე ოპერაციებსა და პროცესებს, აფასებს შესაძლო რისკებს და ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს ლოკალური კანონმდებლობისა და საერთაშორისო საგადახდო სისტემების რეგულაციების შესაბამისად.
შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები ისეთ პროცესებში, როგორიცაა: - ფროდ-მონიტორინგის, ბარათით გადახდებთან დაკავშირებული რისკების და საბარათე სქემების ძირითადი წესებისა და პრინციპების გაცნობა; - ელექტრონული კომერციის მერჩანტების (ბიზნესების, რომლებიც მომხმარებლებისგან ონლაინ გადახდებს იღებენ) ვებ-გვერდებისა და საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი; - მერჩანტების რეგულაციური მოთხოვნების გადამოწმება და რეზერვების მართვა; - საეჭვო და თაღლითური მერჩანტების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეპორტინგი; - საერთაშორისო საგადახდო სისტემების (Visa/Mastercard) პლატფორმებზე საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ატვირთვა; - ფროდ-მონიტორინგის სისტემის მიერ შეჩერებული ტრანზაქციების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: - ხარ ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული; - ხარ დინამიური და გსურს ასეთივე გარემოში მუშაობა; - ხარ დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული, არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ამასთანავე გიყვარს ინიციატივების აღება; - ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; - ფლობ MS Office პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint); - გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/Bym3d
დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank