მბეჭდავი ოპერატორი
"კოლორ პაკი" არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს. გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ. როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!
"კოლორ პაკი" გეძებს შენ მბეჭდავი ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საღებავების მომზადება;
- დანადგარზე საბეჭდი ფორმების დაყენება/შეცვლა;
- ბეჭდვის პროცესის მართვა;
- საბეჭდი დანადგარის მართვა.
აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაინც;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვების თანადაფინანსებას;
- ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
- მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.
სამუშაო გრაფიკი: სრული ლოკაცია: ე. ბაღდავაძის ქუჩა #3
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 591047998 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@cologroup.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.