← ყველა ვაკანსია

GR1W47TF გამოქვეყნდა 20 ნოე 0 ნახვა

ცხელი კერძების მზარეული

რესტორანი გორდა გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

რესტორანი "გორდა" აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე, ქართული სამზარეულოს მიმართულებით. თუ გიყვართ ტრადიციული ქართული გემოები, გამოირჩევით პასუხისმგებლობით და გსურთ, გახდეთ პროფესიონალი გუნდის წევრი, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

რესტორანი "გორდა" მდებარეობს მთიულეთში, სოფელ სონდაში, ცენტრალური გზის პირას და წარმოადგენს ქართულ ტრადიციულ რესტორანს.

რესტორნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს

  • ღვინის მაღაზია/მარანი - ეწევა ქართული ღვინოების, ბრენდის, ჭაჭისა და სხვა სპირტიანი სასმელების რეალიზაციას;
  • Coffee Shop (Julius Meinl) - ბრენდირებული ყავის "დრაივ" ფორმატის კაფე;
  • Gorda Distillery - დისტილერია, სადაც მზადდება ადგილობრივი ხილისგან დამზადებული სპირტიანი სასმელები.

რესტორანი გათვლილია 250 სტუმარზე, აქვს შიდა და გარე სივრცეები და თანამედროვე, ცალკე მდგომი სამზარეულო.

FB გვერდი: https://www.facebook.com/Gordamarani

ძირითადი მოვალეობები

  • ტრადიციული და თანამედროვე ქართული ცხელი კერძების მომზადება რესტორნის სტანდარტებისა და კალკულაციის მიხედვით;
  • სამუშაო პროცესების გამართულად წარმართვა, შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომზადება;
  • ინგრედიენტების ხარისხის, ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
  • სამუშაო ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების მკაცრი დაცვა;
  • სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების სწორად მოხმარება და მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ქართული სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კერძების მომზადების ტექნოლოგიებისა და სანიტარული ნორმების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ და დატვირთულ გარემოში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას, განვითარების პერსპექტივას და სამუშაოს ხარისხზე დაფუძნებულ ბონუსებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • სტაბილურ სამუშაო ადგილს პროფესიონალ გუნდში.

რესტორანი "გორდა" უკვე 5 წელია სწრაფი განვითარების გზაზეა - იზრდება როგორც მისი ცნობადობა, ასევე კმაყოფილი მომხმარებელიც. ჩვენი მიზანია, გუნდს შევმატოთ გამოცდილი, მოტივირებული და შრომისმოყვარე პროფესიონალი, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და პარტნიორი საერთო განვითარების გზაზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

სარეზერვო მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტი

ახალი
TNET თბილისი ნახევარი განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
გარე განცხადება 20 ნოე 20 ნოე

კადრების საქმისწარმოების სპეციალისტი

ახალი
MPS თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში 19 ნოე ₾2700 19 ნოე

პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი

ახალი
ემერჯენსი სერვისი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ 19 ნოე 19 ნოე

სამეურნეო განყოფილების ადმინისტრატორი

ახალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში 19 ნოე ₾1000 19 ნოე −24% ჩვეულებრივთან შედარებით

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა