ოფისის და საოჯახო სატუმროს დამლაგებელი
"ლარსენ ენდ ტოუბრო ლიმიტედის" საქართველოს ფილიალი აცხადებს ვაკანსიას, ოფისის და საოჯახო სატუმროს დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საქართველო, ქალაქი: ქუთაისი, 9 აპრილის ქ. N1ბ.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 16:00; შაბათი: 09:00 - 14:00, კვირაში 40 საათი.
გარემოებებიდან გამომდინარე, განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.
დასაქმებული მიიღება ოფისის და საოჯახო სატუმროს დამლაგებლად, მისი პოზიციის აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები წარმოადგენს შემდეგს:
** საოფისე და სასტუმრო სახლის სივრცის, კიბეების, დერეფნების, სააბაზანოების, კაბინეტების, ეზოს და სხვა ნივთების დასუფთავება. (ჯამში არის 13 ოთახი);
** ყველა ოთახის სათანადო დალაგება;
** მტვრის მოცილება ზედაპირებიდან;
** ფანჯრის ჩარჩოების და მინის გაწმენდა. ეს ასევე შეიძლება გაკეთდეს ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი.
** საპირფარეშოების და აბაზანების ყოველდღიური გაწმენდა და დეზინფექცია;
** ქაღალდის ურნების გასუფთავება, როგორც კაბინეტებში, ასევე აბაზანაში;
** ამ ურნების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით;
** ნაგვის შეგროვება და გატანა შენობის გარეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
** შენობის რეგულარული ვენტილაცია;
** აღჭურვილობასთან მუშაობისას უსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების დაცვა;
** ელექტრო ან დასუფთავების მოწყობილობაში გაუმართაობის გამოვლენისას, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ სარემონტო და ტექნიკურ მუშაკს;
** სახეხი, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების სპეციალურ ადგილას შენახვა, მოვლა-პატრონობა, ასევე, ადმინისტრაციის დროულად ინფორმირება საჭირო შესყიდვების შესახებ;
** სარეცხი სამუშაოების შესრულება, დაუთოების ჩათვლით;
** სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად;
** შინაგანწესისა და შრომის დისციპლინის დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა;
** შედეგებზე ორიენტირებული და უფლებამოსილი იყოს მიიღოს ნებართვა შესაბამისი ორგანოებისგან.
შენიშვნა:
დამატებითი დეტალები ხელფასის ჩათვლით, განიხილება ადგილზე გასაუბრების დროს.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ან ტელეფონის ნომერზე:.
გთხოვთ, მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდით, მხოლოდ სამუშაო საათეებში: 10:00-18:00.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.