B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
ELEMENT.GE - კომპიუტერული ტექნიკის წამყვანი ონლაინ მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- კორპორატიული კლიენტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავება, მათი ბიზნეს საჭიროებების დეტალური ანალიზი და ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილების შეთავაზება;
- კომერციული წინადადებების მომზადება ბიუჯეტისა და ვადების გათვალისწინებით;
- მოლაპარაკებების წარმოება, გარიგების დახურვა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია ლოჯისტიკის გუნდთან ერთად;
- პოტენციური დამკვეთების იდენტიფიცირება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
- კერძო სექტორის ტენდერების პლატფორმების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი და კონკურენტული წინადადებების მომზადება;
- გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება როგორც კლიენტების წარმომადგენლებთან (შესყიდვების მენეჯერები, IT დირექტორები), ისე მომწოდებლებთან/ვენდორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კომპიუტერული ტექნიკის, კომპონენტებისა და პერიფერიების სიღრმისეული ცოდნა (აუცილებელია);
- B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (IT სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- სახელმწიფო და კერძო ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ენების ცოდნა: ქართული (გამართულად), ინგლისური (ტექნიკურ დონეზე).
პიროვნული უნარები
- მოლაპარაკების და დარწმუნების ძლიერი უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დამოუკიდებლად შესაძლებლობების ძიებისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
პირობები
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + KPI ბონუსს გაყიდვებიდან (ბონუსური სისტემა, რომელიც პირდაპირპროპორციულია შედეგებთან);
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ: "B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი". ბოლო ვადა: 10 ნოემბერი