7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GSJWYZRS გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

გერმანულენოვანი გაყიდვების აგენტი

ავტო რეგ via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

თუ გერმანულ ენას თავისუფლად ფლობთ და გაყიდვების სფეროში განვითარება გსურთ, შემოუერთდით Green Flow-ის გუნდს.

Green Flow აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები: - გერმანულენოვან კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; - კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა და შეთავაზება; - კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; - გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა (სასურველია B2 დონეზე); - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი – პარასკევი - 11:45 – 20:00

რას გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებას $800-დან; - ბონუსების სისტემას, რომლის გათვალისწინებითაც საშუალო ყოველთვიური შემოსავალი $2,000–$4,000-ს აღწევს; - კომპანიის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებსა და პროფესიულ განვითარებას; - კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში.

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@green-flow-center.com

მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ავტო რეგ
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა