შესყიდვების მენეჯერი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს: საინჟინრო სისტემების პროექტირება. საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. "ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - ელექტრობა სუსტი დენების მიმართულებით
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: - ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა; - შესყიდვების პროცედურებისა და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა; - კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია; - თანამშრომლებისგან შესყიდვის მოთხოვნების მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიწოდება; - ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის საუკეთესო პირობებით შეძენა; - მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება; - ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი; - ახალი მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; - ინგლისური ენის ცოდნა; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Project, MS Office).
სამუშაო პირობები: - სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ორშაბათი/პარასკევი ,10:00-19:00 ან 9:00-18:00 - გამოცდილება: 1–3 წელი; - ლოკაცია: თბილისი: მუხრან მაჭავარიანის 65; შემდგომ შესაძლო ოფისის ცვლილებით; - მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.