8,791 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GTXCN9NK გამოქვეყნდა 23 სექ 5 ნახვა

პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ

პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ

საერთაშორისო ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიქს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
  • ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
  • დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე. (ინგლისური, რუსული, თურქული);
  • სასურველია, გამოცდილება ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - საერთაშორისო ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი

გისურვებთ წარმატებას

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა