მოლარე-ადმინისტრატორი
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ არის სწრაფად განვითარებადი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერაზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ საკრედიტო პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგებზე, განვითარებაზე და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნაზე.
მიმდინარედ, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე
მოლარე-ადმინისტრატორი პასუხისმგებელია ფილიალში ფულადი ოპერაციების მართვაზე, ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფასა და კლიენტების ეფექტიან მომსახურებაზე. პოზიციის მიზანია ოპერაციების გამართული მიმდინარეობა, საკასო დისციპლინის დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა.
ძირითადი პასუხისმგებლობები: - კლიენტებისგან სესხის გადახდების მიღება და ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა - სალაროს ბალანსის ყოველდღიური კონტროლი - კლიენტების მიღება და პროდუქტებზე კონსულტაციის გაწევა - საკრედიტო და სალომბარდე დოკუმენტაციის წარმოება - მონაცემების სისტემაში შეყვანა - ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა - უსაფრთხოების და შიდა კონტროლის პროცედურების დაცვა - საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება
ანაზღაურება: - ფიქსირებული ხელფასი: 900-1000 ლარი (დარიცხული) - საბონუსე სისტემა: საშუალოდ 250 – 450 ლარი ყოველთვიური
სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00 - შაბათი: 10:00 – 15:00 (თვეში 2 შაბათი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.