9293 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GV379R7S გამოქვეყნდა 29 ოქტ 39 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

Dewool Industries გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ნოე

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries" LLC  აცხადებს  ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)  პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
  • სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა)
  • გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არაანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი).

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
  • შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
  • შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლ ცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
  • CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია  "Dewool Industries" LLC  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა