9476 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GV51ZX6F გამოქვეყნდა 24 ოქტ 15 ნახვა

მობილოგრაფი/კონტენტ-კრეატორი/SMM

შესვლა და განაცხადი
₾2600–3000 / თვეში ბოლო ვადა: 25 ნოე

"საქართველოს კინოლოგიური აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მობილოგრაფი / კონტენტ-კრეატორი / SMM

სამუშაო გრაფიკი და ფორმატი:

  • საველე გადაღებები: კვირაში 3 დღე (ინდივიდუალური გასვლები ლოკაციებზე, პარკებში, ქალაქის გარემოში და ჯგუფურ ვარჯიშებზე);
  • დამატებითი გადაღების დღე: საჭიროების შემთხვევაში (იშვიათად), შესაძლებელია დაემატოს გადაღების 1 დღე, რომელიც ანაზღაურდება დამატებითი ბონუსით;
  • პოსტ-პროდაქშენი და მართვა: დისტანციურად (მონტაჟი, ტექსტების მომზადება, სოციალურ ქსელებში განთავსება).

ძირითადი მოვალეობები:

კადრების დაჭერა და საველე გადაღება:

  • აკადემიის ყველა ახალი მოსწავლის პირველი შეხვედრის/დიაგნოსტიკის სავალდებულო დაფიქსირება;
  • ძაღლების წვრთნისა და ქცევის კორექციის პროცესის დინამიკური გადაღება;
  • ჯგუფური ვარჯიშებისა და სოციალიზაციის პროცესის ენერგიული კადრების გადაღება;
  • სპორტული, სწრაფი და ემოციური მომენტების დაჭერა უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქტორის მითითებების სრული დაცვით.

ვიდეომონტაჟი და კონტენტის წარმოება:

  • ყოველდღიური აქტივობა: სთორი (Stories), რილსი (Reels) და პოსტი ყოველდღიურად - ძირითადი მასალის სწორი ადაპტაციითა და ფორმატირებით კონკრეტული პლატფორმის აუდიტორიაზე (Instagram, TikTok, Facebook);
  • YouTube Shorts: კვირაში 3 დასრულებული ვიდეო რგოლი;
  • YouTube Full Video: თვეში 2 სრული ფორმატის ვიდეო (ქეისების დეტალური ისტორიები, ვლოგები, საგანმანათლებლო ვიდეოები);
  • დინამიკური ჭრა, ფერთა კორექცია, სუფთა ხმის დამუშავება, ეფექტური სათაურების (Hooks), ქართული გამართული სუბტიტრებისა და თემატური მუსიკის შერჩევა.

სოციალური მედიისა და ვებგვერდის მართვა:

  • კონტენტ-კალენდრის შედგენა და წარმოება;
  • დამზადებული მასალის განთავსება პლატფორმებზე: Instagram, Facebook, TikTok, YouTube;
  • გამართული ქართული აღწერების (Captions), სწორი ჰეშთეგებისა და სათაურების შედგენა;
  • აკადემიის ვებგვერდზე ახალი ვიზუალური მასალის (ფოტო/ვიდეო), საინფორმაციო ბლოგ-პოსტებისა და მიმდინარე სიახლეების პერიოდულად ატვირთვა, ვიზუალური განახლება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დინამიკური ვიდეოების პორტფოლიო სავალდებულოა);
  • საკუთარი სამუშაო ტექნიკის ფლობა (მაღალი გარჩევადობის სმარტფონი ან კამერა, სტაბილიზატორი, უსადენო მიკროფონი; დრონის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სამონტაჟო პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (CapCut, Premiere Pro, DaVinci Resolve ან მსგავსი);
  • ძაღლებთან ურთიერთობის კომფორტი, სიმშვიდე და უშიშროება - სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ჯიშისა და ქცევის მქონე ძაღლებთან შეხვედრას;
  • მობილურობა და ლოკაციებზე დამოუკიდებლად გადაადგილების მზადყოფნა.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 2, 600₾ - 3, 000₾ (მზარდი სისტემით: საწყისი ანაზღაურება - 2, 600₾, ყოველთვიური გარანტირებული მატება +100₾ სამუშაო დისციპლინისა და შედეგების მიხედვით, 3, 000₾-მდე);
  • ბონუსი: იშვიათი საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გადაღების დღეზე ცალკე ბონუს ანაზღაურება;
  • დინამიკურ, საინტერესო სამუშაო პროცესს და შემოქმედებით თავისუფლებას კონტენტის დაგეგმვისას;
  • (შენიშვნა: პოზიცია არ ითვალისწინებს ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯების ანაზღაურებას).

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო/ნამუშევრების ბმულები (განსაკუთრებით ვიდეო რგოლები) ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა