1C ოპერატორი
კომპანია "კლინტეკი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.
https://cleantech.ge/
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ყურადღებიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს 1C პროგრამაში მუშაობის საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
- შეკვეთების გაფორმება და დამუშავება 1C პროგრამაში;
- ახალი კლიენტებისა და სავაჭრო ობიექტების დამატება მონაცემთა ბაზაში;
- ფასების ცვლილება და კორექტირება;
- უსასყიდლოდ გასაცემი პროდუქციისა და ნიმუშების გაფორმება;
- შეკვეთების რეალიზაციაში გადატანა და გააქტიურება;
- ინვოისების მომზადება და გაგზავნა;
- პროგრამაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტისა და სისწორის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- 1C პროგრამის სრულყოფილი ცოდნა - სავალდებულოა;
- 1C პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- შეკვეთებისა და დოკუმენტაციის სწრაფად და უშეცდომოდ დამუშავების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
მნიშვნელოვანია: კანდიდატები, რომლებსაც არ აქვთ 1C პროგრამაში მუშაობის საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, არ განიხილებიან.
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 1 200 ლარი, შემდგომი ზრდის პერსპექტივით;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- სტაბილური სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
გთხოვთ გამოაგზავნით თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექ" -მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს " კლინტექ" ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე.