Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

T9Q178VY Posted 4 Nov Views: 1

ფინანსური ანალიტიკოსი

₾2000–2500 / month Apply by 5 Dec
Sign in and apply

"ბ და ნ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, უზნაძის ქ. №78 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 ანაზღაურება: 2, 000 - 2, 500 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

შპს "ბ და ნ ინვესტი" ჰოლდინგური ტიპის კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური პროცესების გამართული ფუნქციონირება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. კომპანია ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს, ანგარიშგების მომზადებასა და ფინანსური შედეგების მონიტორინგს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსური ეფექტიანობისა და მართვის პროცესების გაუმჯობესებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება, მათ შორის მოგება-ზარალის, ბალანსისა და ფულადი ნაკადების ანგარიშგებების შედგენა და ანალიზი;
  • ბიუჯეტის დაგეგმვასა და შედგენაში მონაწილეობა, ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარება და გადახრების მიზეზების გამოვლენა;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
  • შემოსავლების, ხარჯების, მოგებიანობისა და ფულადი ნაკადების მონიტორინგი და ანალიზი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ოპერაციებისა და ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • 1C პროგრამაში ფინანსური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების ფორმირება;
  • ფინანსური პროცესებისა და ანგარიშგების სისტემების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ფინანსურ სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5-წლიანი გამოცდილება;
  • 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა — ფინანსური და ბუღალტრული მონაცემების დამუშავების, ანგარიშების ფორმირების, ინფორმაციის გადამოწმებისა და ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციისთვის;
  • ACCA-ის პირველი დონის ცოდნა ან შესაბამისი სასწავლო კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვისა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესების სწორად დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაციის დაცვა.

რას გთავაზობთ?

  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სტაბილურ სამუშაო გრაფიკს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში მუშაობისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური ანალიტიკოსი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post