7517 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GWS97BM5 გამოქვეყნდა 31 აგვ 5 ნახვა

პედაგოგის დამხმარე ასისტენტი

მშობლების თანადგომა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომა" 18+ დღის ცენტრი, მის: თბილისი, დიდუბე (მეტრო წერეთლის მიმდებარედ) თევდორე მღვდლის 46, აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო რეჟიმი: კვირაში 5 სამუშაო დღეს 10 - 16 საათამდე.

ხელფასი: შეთანხმებით, თხოვნაა რეზიუმე გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში;

** ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართულობა;

** ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელებაში ჩართულობა, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ;

** ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;

** შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობაში ჩართულობა;

** გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა;

** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით, შესაძლებელია სტუდენტიც (სასურველია, ჰქონდეს შემოქმედებითი უნარი (კერვა, თექაზე მუშობა, ხატვა და ა.შ.) შერჩევით ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს!

მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;

** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;

** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;

** კეთილსინდისიერება/სანდოობა;

** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);

** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;

** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;

** ადაპტაციის უნარი;

** პუნქტუალობა.

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი - CV-ის (ქართულ ენაზე) განხილვა;

2 ეტაპი - გასაუბრება.

გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:

ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 26 სექტემბერი, 2026

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მშობლების თანადგომა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა