8681 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GY673TQR გამოქვეყნდა 27 აგვ 35 ნახვა

გრინვეი საქართველო

გრინვეი საქართველო

სტაჟირება იურიდიულ სამსახურში

გრინვეი საქართველო გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "გრინვეი საქართველო" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. "გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ სამსახურში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14ა

სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00-18:00 საათამდე;

სტაჟირების პერიოდი: 4 თვე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით);

სტაჟირების პერიოდში თქვენ აქტიურად ჩაერთვებით:

** კომპანიის იურიდიულ საქმიანობაში;

** მოამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს;

** შეიმუშავებთ რეკომენდაციებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით;

** საქართველოს სამოქალაქო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და შრომის კოდექსის ცოდნა.

** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2/C1 დონეზე);

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** სამართლებრივი დოკუმენტაციის გამართულად და ლოგიკურად შედგენის უნარი.

საჭირო უნარ-ჩვევები;

** დარწმუნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად გადანაწილების უნარი;

** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;

** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი;

** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

შერჩევის ეტაპები:

** პროფესიული ტესტირება;

** გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟიორი იურიდიულ სამსახურში;

გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გრინვეი საქართველო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის